გავიხსენეთ პროექტის ატვირთვა ბლოგზე. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. გადმოვწერეთ მასწავლებლის სავარაუდო წერილობითი შეფასების რუბრიკა და გავწერეთ ჩვენი პროექტისთვის. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
გავიხსენეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.ვისაუბრეთ რატომაა საჭირო საავტორო უფლებების დაცვა,რომ იგი აადვილებს ნაშრომის გადამოწმებას და ადგილი არ ჰქონდეს პლაგიატობას.
შევქმენით საავტორო უფლებების რუბრიკა .დავხვეწეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია და ავტვირთეთ დრაივში .გავიხსენეთ ვორდის ელემენტები (სურათების ჩასმა და ა. შ.)
ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებთან დაკავშირებით. განვმარტეთ ზოგადი, თემატური ,შინაარსობრივი კითხვების რაობა. ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტის სასურველი შეფასების ჩარჩო. პოვერპოინტში შევქმენით ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.
კიდევ ერთხელ დავუბრუნდი პუბლიკაციებს, ჩემი საინფორმაციო ბუკლეტი დავხვეწე დავუბრუნდი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს,სადაც საუბარი გვქონდა საგნობრივ სტანდარტსა და ინდიკატორებზე. ვისაუბრეთ პროექტის მიზნებსა და შედეგებზე. შევიტანე 21-ე საუკუნის უნარები.
გადმოვტვირთეთ პროექტის გეგმის შაბლონი,განვიხილეთ თითოეული პუნქტი,დავიწყეთ გეგმის შედგენა.ვისაუბრეთ,რა დანიშნულება აქვს ბუკლეტებს პროექტისათვის.დავიწყეთ ბუკლეტზე მუშაობა.
შევქმენი ბლოგი და ვაქვეყნებ 1-ელ ინფორმაციას.